The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ასლან გერმანიშვილი

Date of birth:13 May, 1936
Date of death:13 May, 1999  (at 63 years)
Burial location:კვერნაქის სასაფლაო, გორი
Category:Educator, Military Person, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის უმაღლეს საარტილერიო სასწავლებელი ლეიტენანტის წოდებით 1957 წელს.

18 წლის ასაკში მოიპოვა სპორტის ოსტატის საპატიო წოდება ჭიდაობაში. როგორც წარჩინებული სამხედრო მოსამსახურე (ქ. ლვოვის სამხედრო ნაწილი), იგი გააგზავნეს ქ. ლენინგრადის სამხედრო აკადემიაში სამხედრო ფიზკულტურის პროფესიის დასაუფლებლად. თითქმის 40 წლის განმავლობაში მუშაობდა ლვოვის, გორის, ბერდიჩევის, კიევის, ახალქალაქის, ქუთაისის, ახალციხისა და სხვა სამხედრო ნაწილებში. მან გაიარა გზა ათმეთაურის თანამდებობიდან პოლკის მეთაურამდე და რიგითიდან პოლკოვნიკის წოდებამდე. სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა ქ. თელავში. 1974 წლიდან დაინიშნა თელავის სამხედრო კომისრად. იქვე, ინსტიტუტში, მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი სამხედრო ფიზკულტურის კათედრა და იგი კათედრის გამგე იყო. ნაყოფიერი და ხანგრძლივი სამხედრო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები, საპატიო სიგელები და მრავალი მადლობა. მის მიერ აღზრდილმა არაერთმა ახლაგაზრდამ გამოიჩინა თავი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში.

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.20-23


Share: