The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან მიქელაძე

ამირან მიქელაძე
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1967
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 1992  (25 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბოლნისი.

სკოლის დამთავრების შემდეგ, 1983 წელს სწავლა განაგრძო თბილისის 107-ე პროფტექნიკურ სასწავლებელში. 1986 წლის დეკემბრის თვეში გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, 2 წელი იმსახურა ქ. მურმანსკში, საქართველოში დაბრუნდა 1988 წლის დეკემბერში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს, 1992 წლის 23 ოქტომბერს იბრძოდა მოხალისედ, დაიღუპა 1992 წლის 3 ნოემბერს ერთ-ერთი შეტაკების დროს სოფელ ეშერაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.306


გააზიარე: