The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბაგრატ გოცირიძე

ბაგრატ გოცირიძე
Date of birth:3 November, 1917  (108 years)
Date of death:20??
Category:Public official, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ონის მაზრა.

დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მებაღე-მევენახეობის სპეციალობით.

სწავლის პარალელურად მუშაობდა პიონერხელმძღვანელად; ფიზკულტურის მასწავლებლად; უფროს პიონერხელმძღვანელად; გორის რაიკომის პიონერთა განყოფილების ინსტრუქტორად; სოფელ ატენის (გორის რაიონი) პიონერთა სარაიონო ბანაკის უფროს პიონერხელმძღვანელად და სოფელ მერეთის პიონერთა ბანაკის უფროსად; 1937-1940წწ. - გორის თეატრის მსახიობად და გორის პიონერთა სახლის დრამატული წრის ხელმძღვანელად; სამი წელი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე; მიღებული აქვს საბრძოლო ორდენები და მრავალი მედალი; მძიმე ჭრილობის გამო იგი მიიჩნიეს ბრძოლისუუნაროდ და დააბრუნეს მშობლიურ გორში; მისთვის დაიწყო შრომითი მოღვაწეობის მეორე პერიოდი: სამხედრო ხელმძღვანელი, სამხედრო საქმისა და ისტორიის მასწავლებელი გორის საშუალო და მუშა-ახალგაზრდობის სკოლებში, სამხატვრო სტუდიაში და საბავშვო თეატრში, გორის ვაჟთა პირველი საშუალო სკოლის პირველადი პარტიული ორგანიზაციის მდივანი, რაიკომის მდივანი სამხედრო საქმეში, ბიუროს წევრი, პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე, კულტურის განყოფილების გამგე, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, გორის რაიკომის მდივანი, შემდეგ მეორე მდივანი და გორის რაიონის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე და ა.შ.; 1973 წლიდან იყო რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი, მაგრამ მაინც განაგრძობდა აქტიურ მუშაობას; წლების განმავლობაში იყო საბჭოთა მეურნეობისა თუ სამშენებლო ტრესტების გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე; რამდენჯერმე იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და პარტიის ყრილობების დელეგატი, საზოგადოება "ცოდნის" განყოფილების მდივანი; ქ. გორის სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსი და ა.შ. გამოქვეყნებული აქვს ასეულობით პუბლიცისტურ წერილი, ათეულობით წიგნი და ნარკვევი; მის კალამს ეკუთვნის წიგნები "ალექსანდრე ნადირაძე", "ალექსანდრე ოქროპირიძე", "კირიონ II და ლეონიდე" და ნარკვევები გამოჩენილ ავიაინჟინერ ქართველიშვილზე, დიმიტრი შალიკაშვილზე, მერაბ მამარდაშვილზე, იაკობ გოგებაშვილზე, ნიკო ლომოურზე, ანტონ ფურცელაძეზე, დიმიტრი ამილახვარზე და მრავალ სხვაზე. ბევრი საგაზეთო წერილი აქვს მიძღვნილი 1924-1925 და 1937-1938წწ. საბჭოთა კავშირში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიებისადმი, გორის სახელმწიფო თეატრისადმი და გორელი მეცნიერების, სამეურნეო მუშაკების, პედაგოგებისა და სხვა პროფესიის მოწინავე და სახელოვანი მოღვაწეებისადმი. იყო ქ. გორისა და ქ. რამენსკოეს საპატიო მოქალაქე. მიღებული აქვს ორდენები, 18 მედალი, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, სახალხო მეურნეობის გამოფენების ოქროს და ვერცხლის მედლები, მრავალი დიპლომი და სიგელი, მე-18 და 43-ე არმიების საპატიო ნიშნები და მრავალი სხვა.

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-25-28

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • გორის საპატიო მოქალაქე

Share: