| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მელქისედეკ მახარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი. გურიის მოსახლეობის დაცვის მიზნით 1895-1896 წლებში დაპირისპირებული იყო გურიის (ოზურგეთის) მაზრის უფროსთან თათარყან დადეშქელიანთან. თათარყან დადეშქელიანის უდიერმა მოპყრობამ ბევრი გურული გააქცია ტყეში ყაჩაღად. მელქისედკ მახარაძის დაჟინებული მოთხოვნით უმაღლესმა მთავრობამ საგანგებოდ გამოგზავნა გუბერნატორი, რომელმაც მთელი მაზრის ადმინისტრაცია გადააყენა. 1908 წელს (მესამე სათათბიროს დროს), რეაქციის გაძლიერების ხანაში, მაზრის უფროსმა ზაკუსოვმა ხალხის დაჩაგვრა რომ დაიწყო, მელქისედეკ მახარაძემ არაერთგზის მიმართა მეფისნაცვალს, ხოლო რადგან მეფისნაცვლის კანცელარია ზაკუსოვს ხელს აფარებდა, მელქისედეკ მახარაძემ გაზეთში დაწერა - "სამართალს ვეძებ, ვერ მიპოვნიაო", რაც რუსულ გაზეთებში გადაიბეჭდა. ამას ყურადღება მიაქცია მესამე სათათბიროს დეპუტატმა კარლო ჩხეიძემ და მელქისედეკ მახარაძეს პასუხი მოსთხოვეს. მან შეაგროვა მასალები (წერილი ნიკო ნიკოლაძემ დაწერა) და სათათბიროში გაუგზავნა კარლო ჩხეიძეს. ამის შემდეგ პეტერბურგიდან ჩამოვიდა საგანგებო გამომძიებელი გენერალი შიგროვსკი (პეტერბურგიდან პირდაპირი მატარებლით ნატანებში), რომელმაც ჩამოსვლისთანავე მოითხოვა მელქისედეკ მახარაძესთან შეხვედრა. მელქისედეკ მახარაძემ რომ შეიტყო, რა მიზეზითაც იყო ჩამოსული გენერალი შიგროვსკი, მოახსენა: "ნება მიბოძე, ვიდრე გურიაში იქნებით, ჩემი მცველები მოგიჩინოთ, – პოლიტიკური მიზეზით ტყეში გასულების, რომ პროვოკატორებმა არაფერი გავნოთო". მელქისედეკ მახარაძემ ტყეში გახიზნული რევოლუციონერები – ვალოდია გოგუაძე და სერგო მათითაიშვილი, თავიდან ფეხებამდე შეიარაღებულნი, გენერლის გვერდით ეტლში დასვა და, ამგვარად, 15-16 დღე მთელი გურია შემოატარა. გენერალმა გურიის ყველა სოფელში გამოიძია ადგილობრივი მთავრობის უსამართლობა და უკან დაბრუნდა. ტყის ძმებმა – ვალოდია გოგუაძემ და სერგო მათითაიშვილმა გენერალი მელქისედეკ მახარაძესთან ერთად, ნატანებში მატარებელში ჩასვეს თუ არა, თვითონ კვლავ ტყეს შეაფარეს თავი. თბილისში, მეფისნაცვლის კანცელარიაში გენერალ შიგროვსკის ჰკითხეს – "როგორი მასალა შეკრიბეთო?"– გენერალმა მიუგო: "ამას სათათბიროს მოვახსენებო და, რა წუთსაც გენერალი თბილისიდან რუსეთისაკენ გავიდა, თბილისში მელქისედეკ მახარაძე შეიპყრეს, ხოლო გურიაში – 60-მდე კაცი ციხეში ჩასვეს. ეს ამბავი შიგროვსკის დეპეშით აცნობეს როსტოვში, რომელმაც ათიოდე დღის შემდეგ ყველა დაპატიმრებული ციხეებიდან გამოაშვებინა, ხოლო მთელი მაზრის ადმინისტრაცია სამსახურიდან გადააყენა. მელქისედეკ მახარაძე, გარდა ამისა, რევოლუციონერ და პარტიულ მუშაკებს ყოველმხრივ მფარველობდა, რევოლუციური მოძრაობას ეხმარებოდა. მოკლეს 1918 წელს, მისი მკვლელები დახვრიტეს. სახალხო მოღვაწე, "გურიის მამად" წოდებული, გლეხობის დამხმარე და თვითმპყრობელობის უსამართლობისგან ხალხის მფარველი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.128
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

