The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო თავაქალოვი

კარლო თავაქალოვი
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1929
გარდაცვ. თარიღი:12 ივლისი, 2002  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სამშენებლო ტექნიკუმი; დაუსწრებლად დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ გააგზავნეს უკრაინაში (ქ. ლვოვში) ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე. შემდგომ მუშაობა განაგრძო ქ. გორში. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული აქტიურად ჩაება მთავარი პროსპექტის (სტალინის ქუჩის) მშენებლობასა და კეთილმოწყობაში, როგორც საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მთავარი ზედამხედველი. მომდევნო წლებში მუშაობდა ქალაქის სარემონტო კანტორის მთავარ ინჟინრად, თავისი ინიციატივით ჩამოყალიბებული ქალაქის თბომეურნეობის სისტემის ხელმძღვანელად, სასტუმრო "ინტურისტის" მთავარ ინჟინრად, სამშენებლო კოოპერატივის უფროსად და ა.შ. ღვაწლმოსილი სამეურნეო მუშაკი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქ. გორის განაშენიანებისა და თბომეურნეობის სრულყოფის საქმეში. იყო შრომის ვეტერანი და რამდენიმე მედლის კავალერი. 

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-30-31


გააზიარე: