| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან გობრონიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1995 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნახევარგამტარებისა და დიელექტრიკების ფიზიკის კათედრის ასპირანტურა 1999 წელს. 1998-2003წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2003-2008წწ. სსიპ კიბერნეტიკის ინსტიტუტი, კომპოზიტური ფირების განყოფიილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2008-2015წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველო, უფროსი; 2015-2018წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი, უფროსის მოადგილე; 2018-2020წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, უფროსი; 2020-2021წწ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტექნიკური უნივერსიტეტი, სასწავლო პროცესის და სტუდენტური სერვისების ოფისი, მენეჯერი; 2021-2023წწ. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2023 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სასწავლო პროცესის და სტუდენტური სერვისების ოფისი, მენეჯერი. არის 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 2019-2021წწ. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებგვერდი: mes.gov.ge; საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

