| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თადეოზ მამალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხევი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1945-1954წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სანიტარულ-ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე; თერაპევტი, კარდიოლოგი, პროფესორ სპირიდონ ვირსალაძის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1937 ), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის სიკვდილის დინამკა ელექტროკარიოგრაფიაში", დაიცვა 1937 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მასალები გულის ბლოკადის პრობლემისათვის", დაიცვა 1940 წელს. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.89-90
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

