The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ერგემლიძე

ზურაბ ერგემლიძე
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1953
გარდაცვ. თარიღი:7 ოქტომბერი, 2009  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი 1975 წელს.

1975-1979წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1979-1986წწ. ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1999წწ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1999-2009წწ. "ავერსი-ფარმა"-ს წამლების რეალიზაციის განყოფილების მენეჯერი ; იყო 15 ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში; კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ინსტიტუტში "გაენათი", ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში (კერძო სასწავლებელი), ასევე ასწავლიდა მათემატიკას თბილისის საშუალო სკოლაში (1988-1999); რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული როგორც ფულადი, ასევე სხვადასხვა წამახალისებელი ჯილდო. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1986, ქ. ვილნიუსი).

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.93-95


გააზიარე: