| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეოფილე კიკაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გულუხეთი, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სავაჭრო ეკონომიკის სპეციალობით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქ. გორში "გორვაჭრობის" ხელმძღვანელად. იგი ჩამოყალიბდა გამოცდილ სამეურნეო მუშაკად. წარმატებებს მიაღწია რაიკავშირის თავმჯდომარედ მუშაობის დროსაც. ომის წლებში, ურთულეს პერიოდში, იგი ხელმძღვანელობდა სამეურნეო ფრონტის ამა თუ იმ უბანს და წარმატებით გაართვა თავი ხელისუფლების მიერ დასმულ ამოცანებს. ომის შემდგომ პერიოდში განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო მისი შრომითი მოღვაწეობა. მუშაობდა კასპის რაიკავშირში, გორის დამზადების სამმართველოში და სხვა. მიღებული აქვს მრავალი სახელმწიფო ჯილდო: ორდენი, სოცშეჯიბრში გამარჯვებულის მედალი, საპატიო სიგელები და დიპლომები, ფულადი პრემიები და მადლობები. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-34-36 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

