The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ მენაბდე

თამარ მენაბდე
Date of birth:12 August, 1960  (65 years)
Category:Engineer, Scientist, Educator, Chemist

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტიტუტი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1983 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის მაგისტრის ხარისხით 2000 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ეკონომიკის ინფორმატიკის სპეციალობით 2004 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2011 წელს.

1978-1980წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (შემდგომში სტუ), არაორგანულ ნივთიერებათა კათედრა, ლაბორანტი; 1981-1984წწ. სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება სპეციალური საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიურო "ლაკოკრასპოკრიტიე", გარემოს დაცვის კვლევითი ლაბორატორია, ტექნიკოსი; 1984-1996წწ. კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი, ფერადი ლითონების გამდიდრების ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ მუშაკი; 1996-1998წწ. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო, დარგთაშორის კოორდინაციისა და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის სატრანსპორტო საქმიანობის კოორდინაციის, ტრანსპორტზე უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამმართველო, მთავარი სპეციალისტი; 1998-2000წწ. შ.პ.ს. "თბილტრანსტესტი", კადრების განყოფილება, უფროსი; 2000 წლიდან საქართველოს ტექნკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2018-2024წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სასწავლო პროცესების მართვის სამსახური, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და სახელმძღვანელოს ავტორი. ინჟინერიის დოქტორი, პროფესორი (2000).

წყარო: საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

Bibliography


Share: