| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარტვირი საბაწმინდელი![]()
Biographyისტორიამ შემოინახა პალესტინა, იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით 15 კმ-ის მოშორებით მდებარე საბაწმინდის ლავრის დამაარსებლის, V -VI საუკუნის მოღვაწის, განსწავლული მეცნიერის მარტვირ საბაწმინდელის მონაზვნის სახელმძღვანელო სახელწოდებით "სინანულისათვის სიმდაბლისა, თქმული ნეტარისა მარტუირი მონაზონისა სხუათა მონაზონთა მიმართ". ამ სასულიერო-სადამრიგებლო ნაწარმოებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბერ-მონაზონთათვის ანატომიურ-ფიზიოლოგიური მეცნიერების ცოდნას, რომელიც იმდენად პროფესიონალურ დონეზეა გადმოცემული, რომ, ამ დარგში ავტორის დიდ განსწავლულობაზე მიუთითებს, ნაშრომში შეიმჩნევა რამდენიმე, ფრიად მნოშვნელოვანი მომენტი: 1. იმ დროისათვის საოცარი სიზუსტითა და სიღრმით გამდოცემული ფიზიოლოგიის მეტად რთული საკითხები, 2. ყოველგვარი ცნობისა და საცნობელის მიმღები არის გონება - ტვინი." 3. ნაწარმოებში მოცემულია ანატომიურ-ფიზიოლოგიური და საერთოდ მდიდარი სამედიცინო ტერმინოლოგია. 4. "ნაწარმოებიდან ირკვევა, რომ მაშინდელ საქართველოში ყოფილან განსწავლული ექიმები, მეცნიერნი მკურნალნი", როგორც ამას თვით მარტვირი საბაწმინდელი ამბობს. თვით საბას ლავრაში, სასნეულო ჰქონია და საჭიროებისამებრ ექიმებსაც იწვევდა. ჰქონია, ასევე "წამალი, საკურნებლად წყლულთა"- დაასკვნა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, მკვლევარმა, პროფესორმა მიხეილ შენგელიამ. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : (2 ნაწილად) / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.100-101
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

