The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა კლიმიაშვილი

ვაჟა კლიმიაშვილი
Date of birth:August, 1934
Date of death:15 October, 1997  (at 63 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი რუისი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა ჭ. ბენდელიანის სახელობის თბილისის საავიაციო სასწავლებელი. შემდეგ სწავლა გააგრძელა ქ. ხარკოვის საავიაციო უმაღლეს სასწავლებელში, სამედიცინო კომისიამ (რიგ მიზეზთა გამო) არ მისცა ავიაციაში მუშაობის უფლება.

იგი დაბრუნდა გორში და ჩაერთო სამოქალაქო ცხოვრების ყოველდღიურობაში. აირჩიეს პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელად. ორიოდე წლის შემდეგ გააგზავნეს ქ. ბაქოს უმაღლეს პარტიულ სკოლაში, რომელიც წითელი დიპლომით დაამთავრა. დანიშნეს შ.ს. გორის განყოფილების ახლადჩამოყალიბებული პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელად. აქედან დაიწყო მისი მოღვაწეობის ორი სფერო, სამეურნეო და პარტიული. მიღებული აქვს არაერთი სამთავრობო ჯილდო, საპატიო სიგელი და მადლობა. სპორტის ოსტატის ჭიდაობაში. მილიციის პოლკოვნიკი.

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.39-42


Share: