The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ ბეშიძე

დაბადების თარიღი:4 მაისი, 1925  (101 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლიხვი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1955 წელს.

1955-1959წწ. მუშაობდა ამბროლაურის რაიონულ გაზ. "კომუნარის" პ/მ მდივნად; გაზ. "კომუნისტის" საკ. კორესპონდენტად ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის რაიონებში; 1964-1974წწ. იყო გაზ. "ზარია ვოსტოკას" სტამბის დირექტორის მოადგილე; გაზ. "სოფლის ცხოვრების" ლიტმუშაკი; 1974-1986წწ. საქართველოს ტელევიზიის სოფლის მეურნეობის რედაქციის რედაქტორი. მისი ავტორობით მომზადდა სატელევიზიო გადაცემები: "ირგვლივ მთებია", "სიტყვას ითხოვს", "საოჯახო იჯარა", "უშგული" და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.208

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1970-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: