| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ემუხვარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაიბადა აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის არზაყან (დიმიტრი) ემუხვარისა და მარიამ ჩიკვაიძის ოჯახში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, მამა არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი ჯერ სასურსათო კომიტეტის თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი აფხაზეთის სახელმწიფო კომიტეტის საბჭოს თავმჯდომარე. 1921 წელს იგი საქართველოს მთავრობას ემიგრაციაში გაჰყვა. გივი ემუხვარი დედასთან, მარიამ ჩიკვაიძესთან და ძმასთან ვლადიმერ (კუჭიკო) ემუხვართან ერთად საქართველოში დარჩა, იზრდებოდა ქუთაისში დედის მშობლების ოჯახში. მომდევნო წლებში მას, როგორც არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის შვილს და ვლადიმერ (კუჭიკო) ემუხვარის უმცროს ძმას მუდმივად წნეხის ქვეშ უხდებოდა ცხოვრობდა. ერთხანს, სამშობლოდანც გადაიხვეწა. შემდეგ ცხოვრობდა წყალტუბოში. გივი ემუხვარმა 1991 წლის ივლისში გამოაქვეყნა წერილი "От имени моего отца - Арзакана Эмухвари" (Свободная Грузия. Тбилиси, 1991. 6 июля. N 120). პოლიტიკურად დევნილი. წყარო: ქედუხრელი რაინდი / ნატო მარშანია.- თბ.,2012.-გვ.237-240
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

