| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მირიანი მაკრახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1958 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მუშად გორის რაიონის ჭარხლის დამამზადებელ პუნქტში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა: საკავშირო ხელსაწყოთმშენებლობისა და მართვის სისტემების სამინისტროს გორის ქარხანა; საავტომობილო გზების სამინისტროს გორის N2 ა/ს საწარმოს დირექტორი; გორის სარეკლამო ბიუროს დირექტორი; N9 მექანიზაციის სამმართველოს უფროსი; გორის N3 ა/ს საწარმოს დირექტორი; კასპის N76 მ.მ. კოლონა, უბნის უფროსი; აგრომშენებლობის მცხეთის N2 ა/ს საწარმოს დირექტორი და ა.შ. არაერთხელ იქნა არჩეული ადგილობრივი საბჭოების დეპუტატად. იყო პარტიის საქალაქო კომიტეტის წევრი. ნაყოფიერი სამეურნეო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიღებული ჰქონდა სამთავრობო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.45-46
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

