| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ემუხვარი![]()
ბიოგრაფიავლადიმერ (ბუჯგი) ემუხვარი, პოლიტიკური დევნის გამო იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. მისმა მეუღლემ გამგზავრებაზე უარი განაცხადა და ვლადიმერი იძულებული გახდა განქორწინებულიყო, რომ ოჯახი უსიამოვნებისგან დაეცვა. ვლადიმერის მეუღლე, ვაჟიშვილი და ქალიშვილი სამშობლოში დარჩნენ, მან კი მშობლიური სანაპირო გემით დატოვა. ვლადიმერი საფრანგეთში დაფუძნდა. 1931 წელს ის გრენობლში ჩავიდა, სადაც იმ დროს მისი გარე ბიძაშვილი, ნიკოლოზ ჩხოტუა ცხოვრობდა. შემორჩენილია აკაკი ჩხენკელისადმი გაგზავნილი ვლადიმერ ემუხვარის წერილი: "ჩემს თურქულ პასპორტში წერია "ეროვნებით რუსი". მსურს, დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქედ ვითვლებოდე, ამიტომ გთხოვთ 5 დღის განმავლობაში გამომიგზავნოთ ქართული პასპორტი. ამასთან, გთხოვთ პასპორტში, სპეციალურ გრაფაში ჩამიწეროთ - თავადი. არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც ასეთ რამეს ყურადღებას აქცევს, მაგრამ ამის გაკეთება მსურს ჩემი რძლის, ვერონიკას (ამ სახელით მოხსენიებულია ვერონიკა ემუხვარი, ჯოტო ემუხვარის მეუღლე) პატივისცემის ნიშნად". დიდი ბრიტანეთის არქივებში მოპოვებული ცნობებიდან ირკვევა, რომ ვლადიმერ ემუხვარი გვინეტ პრიჩარდზე იყო დაქორწინებული. გვინეტ მერი პრიჩარდი 1904 წლის 6 დეკემბერს პენამენში (გლაუერგლამორგანი, უელსი), მდიდარ და დიდგვაროვან ოჯახში დაიბადა. ერთადერთი დოკუმენტი, ვლადიმერ ემუხვარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, იტყობინება, რომ იგი მონტე-კარლოში (მონაკო) 1945 წლის 7 აპრილს, დილის 7.30 საათზე, სასტუმრო "დე პალმორში" გარდაიცვალა, რასაც სასტუმროს თანამშრომელი, ჟან ნევე ადასტურებს. სასტუმროში ვლადიმერ ემუხვარი მეუღლის გარეშე ცხოვრობდა. გვინეტ მერი-ემუხვარის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ 1950-70-იან წლებში იგი ლონდონის ყველაზე მდიდრულ უბანში - ქენსინგტონზე ცხოვრობდა და 1972 წელს ჩელსიში (ინგლისი) გარდაიცვალა. ვლადიმერ ემუხვარი 1937 წლამდე წერილებს წერდა სამშობლოში დარჩენილ ოჯახს. მისი ქალიშვილი - ლუბა ემუხვარი აფხაზეთში, გალში ცხოვრობდა. დაქორწინებული იყო სპირიდონ ბულისკერიაზე. ჰყავდა ვაჟი - მუშნი ემუხვარი, რომელიც მეორე მსოფლი ომში დაიღუპა. აფხაზური ემიგრაციის წარმომადგენელი, ჯოტო ემუხვარის ძმა. წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Abkhazian aristocracy in exile / ნატო მარშანია.,თბილისი, 2020. გვ.291-292
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

