| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლია ოტიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნუკრიანი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ფინანსისტ-ეკონომისტის კვალიფიკაციით 2005 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტურა 2019 წელს და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი (სადოქტორო თემა - "ფინანსური მენეჯმენტის სრულყოფის საკითხები საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის მაგალითზე"). 2005-2018წწ. იყო შპს "თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის" სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი; 2018-2020წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, ხოლო 2020 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფროსი პედაგოგია; 2016-2018წწ. შპს "თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის" ასისტენტ პროფესორი, 2018-2019წწ. "ახალი უმაღლესი სასწავლებლის - ნიუუნის" - მოწვეული პედაგოგი, 2024 წლიდან "ახალი უმაღლესი სასწავლებელი - ნიუუნის" ასოცირებული პროფესორი; 2024 წელს მიენიჭა დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის საპატიო პროფესორის წოდება. მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, გამოქვეყნებული აქვს 25 სტატია. არის ერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და Lambert-ის აკადემიის მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი კოლექტიური მონოგრაფიისა. ფინანსისტ-ეკონომისტი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

