| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე ნადირაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1951 წელს. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო გორის N1 ვაჟთა (შემდგომში N4 საშუალო სკოლა) საშუალო სკოლაში, სადაც ათეული წლების განმავლობაში ასწავლიდა ფიზიკას, ასტრონომიას, მათემატიკას. პედაგოგიურ მოღვაწეობის პარალელურად ეწეოდა აქტიურ კომკავშირულ და პარტიულ საქმიანობას. იყო პირველადი ორგანიზაციების მდივანი. მრავალჯერ იყო ბიუროს წევრი. ადგილობრივი საბჭოების აღმასკომის დავალებით ასრულებდა სახლთმმართველის მოვალეობასაც. სკოლაში ხელმძღვანელობდა მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სისტემას. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გორის ბამბეულის ქსოვილების კომბინატთან არსებულ პროფტექნიკურ სასწავლებელში, ტექნიკუმში, პედაგოგიური ინსტიტუტის მოსამზადებელ კურსებზე, ხელმძღვანელობდა პედაგოგთა მეთოდურ გაერთიანებებს და მათემატიკის წრეებს. მოსწავლეთა შემოქმედებით კონფერენციებზე მისმა აღსაზრდელებმა მოიპოვეს მრავალი დიპლომი და სიგელი. ორჯერ იყო დაჯილდოებული სოც. შეჯიბრში გამარჯვებულის მედლით. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.49-51
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

