| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოფიო ოქროპირიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დისევი, გორის რაიონი. დაამთავრა სამედიცინო სასწავლებელი 1941 წელს. მეორე მსოფლიო ომის დაწყების მომენტისათვის ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი და ამიტომ, იგი როგორც მედიცინის სპეციალისტი, ფრონტზე არ გაიწვიეს და სამუშაოდ მიავლინეს გორში ევაკუირებულ სამხედროთა ჰოსპიტალში მედდის თანამდებობაზე. თითქმის 50 წელი იმუშავა გორის სამედიცინო დაწესებულებებში და ყოველთვის იყო გამორჩეული თავისი საქმის ცოდნით, ერთგულებით, პაციენტებისადმი თბილი და უანგარო დამოკიდებულებით და ადამიანებისადმი კეთილი განწყობით. ყოფილა შემთხვევები, რომ უფროსი კოლეგების მიერ დაშვებული უნებური შეცდომებიც გამოუსწორებია თავისი დიდი პრაქტიკული გამოცდილების წყალობით და თბილისიდან სასწრაფოდ და საგანგებოდ ჩამოყვანილი პროფესორების მადლობაც დაუმსახურებია კვალიფიციური პირველადი სამედიცინო დახმარების დროულად და ხარისხიანად ჩატარებისათვის. მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის, ასევე ომის წლებში გამოჩენილი თავდადებისა და შრომისათვის მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო: შრომის პირველი ხარისხის დიპლომი, სოცშეჯიბრში გამარჯვებულის სიგელები და დიპლომები, პრემიები და მადლობები. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-51-53 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

