| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფილიპე მგელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ბახვის სკოლა, ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი და გორის საოსტატო სემინარია 1892 წელს. სოფელ დვაბზუში მუშაობდა მასწავლებლად, საიდანაც მაზრის უფროსთან უთანხმოების გამო იმერეთში, სოფელ სიმონეთში გადაიყვანეს, ასევე მასწავლებლობდა შემოქმედის, ბახვისა და ბათუმის პუშკინის სახელობის სკოლებში, ერთხანს ბათუმის სკოლის გამგეც იყო. 1905 წლის რევოლუციაში მონაწილეობისათვის, როგორც არაკეთილსაიმედო, ბათუმიდან გადაასახლეს. თბილისში ქართულ ენას ასწავლიდა წმინდა ნინოს სასწავლებელში, მე-5 და მე-2 ქალთა გიმნაზიებში, მე-4 ვაჟთა გიმნაზიასა და მებაღეობის სასწავლებელში. ცნობილი იყო, როგორც კარგი მასწავლებელი, ეწეოდა მშრომელი ხალხის ცნობიერების ამაღლებას. დროგამოშვებით ლექსებსა და პატარ-პატარა მოთხრობებს აქვეყნებდა თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთში ფ. რუშაველის ფსევდონიმით. თ. კიკვაძესა და გ. ჭუმბურიძესთან ერთად, შეადგინა სახელმძღვანელო "ჩვენი სკოლა". წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.175 Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

