| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ქორჩაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძევერა, გორის რაიონი. ადრეული ასაკიდან დაიწყო მუშაობა. იყო მექანიზატორი. მეორე მსოფლიო ომის წლებში იგი, როგორც იშვიათი (იმ წლებისთვის) და სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი პროფესიის მქონე, ფრონტზე არ წაიყვანეს და ზურგში დატოვეს სამუშაოდ. მან კარგად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რისთვისაც არაერთი სამთავრობო ჯილდოს, ორდენის, მედლის თუ საპატიო სიგელის კავალერი გახდა, მათ შორის დააჯილდოეს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის (ქ. მოსკოვი) მედლით. მან საყოველთაო ენერგეტიკული კრიზისის დროს გააკეთა მიკროელექტროსადგური, რისი ენერგიითაც უსასყიდლოდ ამარაგებდა როგორც ოჯახს, ისე სოფლის სკოლას და კოლმეურნეობის ადმინისტრაციულ შენობას. მუშაობდა ქიწნისის საბჭოთა მეურნეობაში ჯერ მუშად, შემდეგ მექანიზატორად, იყო კომკავშირული უჯრედის მდივანი, ინჟინერ-მექანიზატორი, ძევერის კოლმეურნეობაში უფროსი მექანიზატორი, ინჟინერმექანიკოსი, ინსტრუქტორ-მასწავლებელი პენსიაზე გასვლის შემდეგ. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.59-61 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

