The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ქურდოვანიძე

თეიმურაზ ქურდოვანიძე
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:2000  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:თანამდებობის პირი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა სოხუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი აგრონომის სპეციალობით 1972 წელს.

თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში მუშაობდა პარტიულ თუ სამეურნეო სფეროში. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ინსრუქტორად პარტიის გორის რაიონულ კომიტეტში, "სოფტექნიკაში", "საქსოფლდამზადების" შემფუთავ ქარხანაში, სოფ. ვარიანის საბჭოთა მეურნეობაში პარტიული კომიტეტის მდივნად, ქ. გორის "საზკვების" ობიექტების გაერთიანების ხელმძღვანელად, გორის რაიონის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დამზადების სისტემაში და ა.შ. მუშაობის პარალელურად, სისტემატიურად იმაღლებდა პროფესიულ კვალიფიკაციას, რაზედაც მეტყველებს მის მიერ მიღებული მოწმობები: "მენეჯერი, ბიზნესი და მართვის პრაქტიკული ფსიქოლოგია" (ქ. რიგა), 1990 წ. და "სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სისტემის ეკონომიკისა და ორგანიზაციის მართვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები" (ქ. რიაზანი, 1974წ.). ახალგაზრდობაში დაინტერესებული იყო სპორტით, კერძოდ ჭიდაობით, და სხვადასხვა შეჯიბრებებში ნაჩვენები შედეგების შესაბამისად მიღებული ჰქონდა სპორტული თანრიგი და სიგელები. ნაყოფიერი შრომითი მოღვაწეობისათვის მიღებული ჰქონდა არაერთი სიგელი, დიპლომი, მადლობა და ფულადი პრემია.

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.62-63


გააზიარე: