| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე მდივანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი. მუშაობდა კომერციული სასწავლებლის მასწავლებლად. 1906 წელს დაინიშნა თბილისის გიმნაზიის გამგედ. 1907 წლის ზაფხულში თბილისში იყო საქართველოს მასწავლებელთა კავშირის გამაერთიანებელი კრების თავმჯდომარე. ამ კრებამ განიხილა მრავალი საყურადღებო საკითხი, მათ შორის ლუარსაბ ბოცვაძის "საქართველოს სკოლის ისტორია". 1916 წლიდან იყო ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, 1936 წლამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა კათედრის გამგე, რუსული ენის კათედრის დოცენტი; ყოფილი ელჩი საბერძნეთში. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.176 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

