The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟენია ჩუხრუკიძე

ჟენია ჩუხრუკიძე
ოფიციალური სახელი:ევგენია ჩუხრუკიძე
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1936
გარდაცვ. თარიღი:22 სექტემბერი, 2006  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გარეჯვარი, გორის რაიონი.

დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1958 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის სპეციალობით.

რამდენიმე წელი იყო კარალეთის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. შემდეგ სამუშაოდ გადავიდა სოფელ ნაჭარმაგევის რვაწლიან სკოლაში და ორი-სამი წელი სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობდა. ბოლოს, შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე მუშაობდა.

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.64-68


გააზიარე: