The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა ომარაშვილი

ნანა ომარაშვილი
Legal name:ნანული ომარაშვილი
Date of birth:9 April, 1959  (67 years)
Category:Ethnologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1982 წელს.

1982 წელს მუშაობა დაიწყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, ეთნოლოგიისა და არქოლოგიის ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად. 1984 წლიდან ამავე ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელია. 1991 წლიდან კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1991-2005წწ. მიწვეულ პედაგოგად (დოცენტი) მუშაობდა თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ინსტიტუტში, თბილისის საერო სასწავლებელში, თბილისის დიპლომატიურ აკადემიაში, ქ. რუსთავის დამოუკიდებელ ინსტიტუტში, ქ. გორის დამოუკიდებელ ინსტიტუტში. მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში (მოხსენება: საქართველოს ხუნძური მოსახლეობის წარსული და თანამედროვეობა, 1998), ხალხთა მეგობრობის მუზეუმის კონფერენციაში (საქართველოში მცხოვრები ავარელები (ეთნიკური პროცესები 1989), კავკასიის სახლის სემინარულ მუშაობაში (ხუნძების მიგრაციული და ეთნოსოციალური პროცესები საქართველოში, 1997). 2005 წლიდან იმყოფებოდა ხანგრძლივ ემიგრაციაში, აშშ- ში. 2019-2024წწ. მუშაობდა გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ. მისი, როგორც კავკასოლოგის ინტერესების სფეროში ექცევა კავკასიის ხალხების ყოფა და კულტურა, ეთნიკური პროცესები, კონფლიქტები, რელიგია. აღნიშნულ საკითხებთანაა დაკავშირებული მისი სტატიები, რომლებიც გამოქვეყნებულია სამეცნიერო და ლიტერატურულ გამოცემებში. ისინი ეფუძნება ქართველი და სხვა ავტორების შრომებს, იყენებს საკუთარ საველე- ეთნოგრაფიულ მასალას, მოპოვებულს კახეთის ხუნძურ დასახლებებში და დაღესტნის მაღალმთიან სოფლებში. ისტორიის დოქტორი.კავკასოლოგი.              

სადისერტაციო თემა - "საქართველოში (კახეთში) მცხოვრები ხუნძების ყოფა და კულტურა", დაიცვა 1990 წელს. 

Member of Organizations

  • ცენტრალური ევრაზიის შემსწავლელი საზოგადოება CESS, წევრი (2004-2006)

Bibliography


Share: