| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ბებურიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1929 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს. 1930-1943 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი. ძირითადი ფიზიოლოგიური განათლება მიიღო აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით და გამოაქვეყნა რამდენიმე შრომა, მიძღვნილი ადამიანისა და ცხოველთა ქცევის საკითხებისადმი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი (1941-1959); მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1946); დოცენტი (1948). იგი კითხულობდა ლექციებს და ეწეოდა კვლევით მუშაობას საჭმლის მონელების ფიზიოლოგიაში. დიდი სამამულო ომის პერიოდში ივანე ბერიტაშვილის მითითებით უსასყიდლოდ მუშაობდა ევაკო-ჰოსპიტლის კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში და მონაწილეობდა აფეთქებითი ტალღის ცხოველთა ორგანიზმზე გავლენის შესწავლაში, რომელსაც აწარმოებდა მეცნიერ მუშაკთა ჯგუფი აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით (1941-1943). 1943 წელს ქ. თბილისის N1 ფარმქარხანაში მის მიერ ორგანიზებულ იქნა ნატურალური კუჭის წვენის დამამზადებელი საამქრო, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1947 წლამდე. 1953 წელს იგი მიწვეულ იქნა ჯანდაცვის სამინისტროს სამეანო-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც ჩამოაყალიბა ექსპერიმენტული განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 16 საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო კონსულტაციით 2 სადოქტორო. იგი არის საქართველოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული 74 ნაშრომისა და 2 გამოგონების ავტორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: 2 ნაწილად. ნაწ.I / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.139-140
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

