| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ მეგრელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვენობანი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1931 წელს და მოსკოვის აკადემიკოს კ. ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის ასპირანტურა 1935 წელს. მუშაობდა მოსკოვში, სსრკ სოიას წარმოების ტრესტის ("Союзпромсоя") სოიას გადამუშავების ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლად. გამოიგონა სოიას შრატის ფერმენტული სითხის მიღების საშუალება. პროფ. ე. ნ. მიშუსტინის სიტყვით, პრაქტიკამ საბოლოოდ დაამტკიცა გრიგოლ მეგრელიძის მეთოდით მიღებული პროდუქციის მაღალხარისხიანობა და რაციონალურობა. გამოქვეყნებული ჰქონდა სამეცნიერო შრომები, რომლებსაც იგივე პროფ. ე.ნ. მიშუსტინი და სხვები კარგ შეფასებას აძლევდნენ. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.189
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

