The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა არსენიძე

შოთა არსენიძე
Date of birth:5 August, 1925
Date of death:13 January, 2007  (at 81 years)
Burial location:კვერნაქის სასაფლაო, გორი
Category:Mathematician, Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გორისა, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1945 წელს. 

მუშაობდა ასპინძის რაიონში ჯერ პედაგოგად, შემდეგ, განათლების განყოფილების მეთოდისტად. 1956 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ამ დროიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში და შემდეგ ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნებულ სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უხელმძღვანელა პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრას. ამ დროის მონაკვეთში მომზადდა რამდენიმე წიგნი და ათეულობით ბროშურა და სტატია აქტიურ საკითხებზე. მონაწილე იყო მრავალი სამეცნიერო სესიისა და კონფერენციისა, გამოცემული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი-მონოგრაფია, დამხმარე სახელმძღვანელოები, მეთოდიკური მითითებანი, წერილები, რომლებშიც გაშუქებულია მეცნიერების აქტუალური პრობლემები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაშრომი "ცხოვრებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთა მომზადების საკითხები". ამ ნაშრომში მაღალმეცნიერულ დონეზეა განხილული მოსწავლეთა მომზადების თავისებურებანი, მიზნები, გადაუჭრელი პრობლემები და პერსპექტივები. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა პრორექტორად იდეოლოგიურ-აღმზრდელობით დარგში, ხელმძღვანელობდა ახალგაზრდობის აღზრდის სექციას. გამოაქვეყნა ასეულობით პუბლიცისტური წერილი განათლების სფეროს პრობლემატურ საკითხებზე. ოპონირება გაუწია ექვს საკანდიდატო და ორ სადოქტორო დისერტაციას. ახალგაზრდობის აღზრდის საკითხებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიებში აქტიური მონაწილეობისათვის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საჩუქრად გადასცა ბიბლია. 2002 წელს დაასრულა ნაშრომი "ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთა მოქალაქეობრივი აღზრდის პედაგოგიური საფუძვლები", რომლის გამოცემაც, სამწუხაროდ, ვეღარ მოასწრო.

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 3 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2008. -გვ.-4-8

Member of Organizations

  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

Bibliography


Share: