| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დურმიშხან ბერუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფცა, ქარელის რაიონი.
1950–1960წწ. ასპარეზობდა ქართულ ჭიდაობაში, სამბოსა და ძიუდოში. იყო ჭიდაობის რამდენიმე სახეობის ოსტატი. მისთვის, როგორც ქართულ ჭიდაობაში წრთობილი ფალავნისათვის, თანაბრად ხელმისაწვდომი იყო სამბოც და ძიუდოც. იგი იყო ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის, უმაღლესი სასწავლებლებისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი;
პირველი შეჯიბრებები თავისი სოფლის ნახერხმოყრილ არენაზე გამართა, ასპარეზობდა თბილისში შიდა და საერთაშორისო რანგის შეჯიბრებებში, შემდეგ დასახლდა გორში და სპორტსმენის კარიერის დიდი ნაწილიც სწორედ გორში გაატარა. გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე მოქმედ ჭიდაობის სექციაში ვარჯიშობდა, ასპარეზობდა და აღწევდა წარმატებებს. იგი იყო იმ პირველი თაობის წარმომადგენელი, რომლებმაც ძიუდოს საქართველოში შემოსვლისთანავე კიმანო (ჯუდოგი) მოირგეს და საქართველოს სახელით საკავშირო არენაზე, ხოლო სსრკ ნაკრების რიგებიდან დიდ ტურნირებზე, ევროპის ჩემპიონატებზე იასპარეზეს. მისი გარდაცვალების შემდეგ გორში დაარსდა დურმიშხან ბერუაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი, არის მისი სახელობის ქუჩა, წიგნი და მოგონებები მის შესახებ. სამბისტი, ძიუდოისტი, მოჭიდავე.
წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 3 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2008. -გვ.9-12 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

