The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მილა ბოგატელო-ნადიბაიძე

მილა ბოგატელო-ნადიბაიძე
ოფიციალური სახელი:მილა ბოგატელო
დაბადების თარიღი:1933
გარდაცვ. თარიღი:10 აპრილი, 2019  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

მილა ბოგატელო-ნადიბაიძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი 1960 წლიდან გახდა. იგი 27 წლის განმავლობაში მღეროდა სახელმწიფო თეატრში. მის რეპერტუარში 20-მდე წამყვანი პარტია შედიოდა, მათ შორის, ვიოლეტა ("ტრავიატა"), ქეთო ("ქეთო და კოტე"), ჯილდა ("რიგოლეტო"), ლუჩია ("ლუჩია დე ლამერმური"), მარეხი ("აბესალომ და ეთერი"), წითელქუდა (გოკიელის "წითელქუდა"). მილა ბოგატელო-ნადიბაიძე ასევე წამყვან პარტიებს ასრულებდა სპექტაკლებში "სემიონ კოტკო", "ევგენი ონეგინი", "ჯადოსნური ფლეიტა". კოლორატურული სოპრანო.

წყარო: ოპერის მომღერალი მილა ბოგატელო-ნადიბაიძე გარდაიცვალა : ოპერის მომღერალი, 1933-2019 : ნეკროლოგი // ახალი თაობა.-თბილისი,2019.-13-14 აპრილი.-N 87.-გვ.11; პირველი ქართული ვებგვერდი კულტურასა და ხელოვნებაზე : artinfo.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: