| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირმა დავითაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრა, ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1992 წელს. 2001 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე: 2001-2004წწ. უფროსი ინჟინერი; 2004-2006წწ. უფროსი მასწავლებელი; 2006-2009წწ. მოწვეული სპეციალისტი; 2009-2013წწ. ასისტენტ პროფესორი; 2013 წლიდან ასოცირებული პროფესორი. 2 მონოგრაფიის, 16 სახელმძღვანელოს, 15 სტატიის ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული 11 საერთაშორისო კონფერენციაში, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი (2008), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

