| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა გომართელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1976 წელს. საკავშირო რადიოსა და ტელევიზიის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები 1979 წელს. 1977-1980წწ. მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტის სპორტ. გადაცემათა რედაქციაში კორესპონდენტად, ტელევიზიის ახალგაზრდული გადაცემების პროგრამების რედაქტორად; 1981-1985წწ. იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" სპორტული განყოფილების კორესპონდენტი; 1985-1989წწ. გაზეთ "მებრძოლი გუშაგის" განყოფილების გამგე; 1990-1992წწ. "საქართველოს რესპუბლიკის" განყოფილების გამგე; 1992-1993წწ. მსახურობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშედ. სისტემატურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გათზეთებში: "ლელო", "თბილისი", "მართვე" და სხვ. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.214 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

