| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე ჭუმბურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სიმონეთი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი ფარმაცევტის სპეციალობით 1916 წელს. მიღებული აქვს ფარმაციის მაგისტრის წოდება; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის წამალთა ტექნოლოგიის კათედრის გამგე; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1933), პროფესორი. დისერტაციის თემა - "წყავის ფოთლები, როგორც სამრეწველო ნედლეული ბენზალდეჰიდისა და ციანწყალბადის მისაღებად", დაიცვა 1933 წელს. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.164-165; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: tsmu.edu
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

