The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ გრიგოლია

ანზორ გრიგოლია
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 2004  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სამტრედიის საზოგადო მოღვეწათა პანთეონი
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1955 წელს.

1956 წლიდან მუშაობდა ქუთაისის რაიონული გაზეთ "სიმართლის" ლიტმუშაკად; 1956-1961წწ. სამტრედიის რაიონული გაზეთის "წინსვლის" კორექტორად, სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1961-1984წწ. იყო პასუხსაგებ პარტიულ სამუშაოზე; შემდგომ სამტრედიის რაიონული გაზეთის "სამტრედიის მაცნეს" რედაქტორი; 1984 წლიდან წერილების განყოფილების გამგე; წლების მანძილზე იყო გაზეთების "მოლოდიოუ გრუზიასა" და "პარტიული სიტყვის" შტატგარეშე კორესპონდენტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.214; ანზორ გრიგოლია : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2004.-1 ივნისი.- N 123(4852).- 8გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1958-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: