| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოლეგ მწყერაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელ პატარა სმადა, ადიგენის რაიონი. დაამთავრა ლაგოდეხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. 1978-1979 წლებში მუშაობდა ლაგოდეხის ღვინის ქარხანაში ხილისა და წვენის გადამუშავების პირველი თანრიგის ოსტატად. სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანაში. 1987 წლიდან ჩაება ეროვნულ- განმათავისუფლებელ მოძრაობაში. იყო წმინდა ილია მართლის საზოგადოებისა და მერაბ კოსტავას საზოგადოების აქტიური წევრი. მონაწილეობდა ჯავახეთის ტერიტორიაზე იმერეთიდან გადმოსახლებული ეკოლტოლვილების გადასვლა-დაბინავებაში. პირველი დღიდანვე იბრძოდა სამაჩაბლოში, დაიღუპა 1991 წლის 27 აპრილს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.318-319
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

