The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მირზიაშვილი

გიორგი მირზიაშვილი
სხვა სახელი:გორგასლან მირზიაშვილი
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1926
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 1996  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რჩება ფიზიოლოგიის კათედრაზე სამუშაოდ, ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად და შემდეგ დოცენტად. სამედიცინო ინსტიტუტის პარალელურად  დაამთავრა კონსერვატორია ვოკალის განხრით (პროფესორ ქაშაკაშვილის კლასი). მუშაობდა აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილთან ფიზიოლოგიის ინსტიტუტში; იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ექსპერიმენტული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი; 1965-1980წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე მიჰყავდა ექსპერიმენტული ქირურგიის კურსი; გამოცემული ჰქონდა 400-მდე სამეცნიერო ნაშრომი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1967), პროფესორი. ფიზიოლოგი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.230-231


გააზიარე: