The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ციალა ჩხეიძე

ციალა ჩხეიძე
Date of birth:13 April, 1921
Date of death:1999  (at 77 years)
Burial location:მუხათგვერდის საზოგადო მოღვაწეთა სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

1942-1944წწ. მუშაობდა მაიაკოვსკის (დღევანდელი ბაღდათი) რაიონის სოფელ დიმის უბნის ექიმად; 1944-1946წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მეორე თერაპიული კლინიკის სტაჟიორი; 1946-1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის ასისტენტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1951), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის დოცენტი (1970); პერსონალური პენსიონერი (1987 წლიდან); 1987-1996წწ. ქართული მედიცინის ისტორიის  სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; არის 52 მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 3 სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტთათვის სახელმძღვანელოს ავტორი; მეცნიერის საკვალიფიკაციო ნაშრომი "მასალები თერაპიის ისტორიისათვის XIX საუკუნის საქართველოში" (1951), ახალი სიტყვა იყო საქართველოს მედიცინის ისტორიაში, ხოლო მეცნიერის ნაშრომი "ივანე ჯავახიშვილი და ქართული მედიცინა" ("დროშა" 1975, N9), პირველი სიტყვაა ქართულ მედიცინის ისტორიაში ივანე ჯავახიშვილის დამსახურების თაობაზე. ექიმი-თერაპევტი, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დავით (დია ჩიანელი) ჩხეიძის შვილი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.242-243


Share: