The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზინა დიაკონიძე

Date of birth:9 October, 1936
Date of death:February, 2007  (at 70 years)
Category:Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1979წწ. მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტის რადიოს ახალგაზრდული გადაცემების რედაქციაში, სადაც გაიარა გზა შტატგარეშე კორესპონდენტიდან მთავარი რედაქტორის მოადგილემდე; იყო საქართველოს ტელევიზიაში პოლიტპროგრამების რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე, განყოფილების გამგე, შემდეგ სპეციალური კორესპონდენტი; რედაქტორობდა რადიო და ტელეგადაცემათა ციკლებს: "სასიქადულო მამულიშვილები", "ესტრადა გუშინ, ესტრადა დღეს", "საღამო მშვიდობისა", "სძლიე სიხარბესა შენსა", "ბიუროკრატის გალერეა" და სხვ. 1993-1996წწ. უძღვებოდა მხატვრულ-პუბლიცისტურ პროგრამას "ანარეკლი". იყო შემოქმედებითი გაერთიანების სტუდია "პუბლიცისტის" სპეციალური კორესპონდენტი.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.216


Share: