The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი მურჯიკნელი

გივი მურჯიკნელი
Date of birth:27 June, 1947  (78 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი რადიოინჟინერის კვალიფიკაციით 1971 წელს, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის ასპირანტურა 1976 წელს.

1971 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1971-1986წწ. მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრა, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი; 1976-1977წწ. ციფრული სატელევიზიო მოწყობილობების დაპროექტების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, სექტორის ხელმძღვანელი; 1986-2006წწ. საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ტელეკომუნიკაციის კათედრა, დოცენტი; 2006-2021წწ. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი, სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები, პროფესორი; პარალელურად, 1997 წლიდან მუშაობს  შპს "მაგთიკომში", სადაც იკავებს გადაცემის სისტემების განვითარებისა და დანერგვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. მისი ხელმძღვანელობით მაგთიკომში შეიქმნა ტელეკომუნიკაციის განტოტვილი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც გამოირჩევა დაზიანებებისადმი მაღალი მდგრადობით. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

Bibliography


Share: