| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ თედიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათემატიკის მასწავლებელის კვალიფიკაციით; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკურიანალიზის კათედრის ასპირანტურა 1998 წელს; თბილისის საერო უნივერსიტეტი "მეტეხი" იურისტის კვალიფიკაციით 2005 წელს. 1995-1997წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საჰაერო ძალების კავშირგაბმულობის კვანძი, საინჟინრო ნაწილის ოფიცერი, რადიოკავშირის მორიგე; 1999 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1999-2006წწ. უმაღლესი მათემატიკის კათედრა, მათემატიკოსი, დოცენტი; 2004-2006წწ. მათემატიკური ანალიზის კათედრა, დოცენტი; 2006-2021წწ. მათემატიკის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან ინფორმატიკა და მართვის სისტემების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2004-2006წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათემატიკური ანალიზის კათედრა, დოცენტი; 2014-2022წწ. უმაღლესი სასწავლებელი "ჯორჯია", ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, თავდაპირველად–ასოც. პროფესორი, შემდეგ კი–მოწვეული ლექტორი; 2015-2022წწ. თბილისის დავით აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, თავდაპირველად–ასოც. პროფესორი, შემდეგ კი - მოწვეული ლექტორი. ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

