The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარგო დიაკონიძე

დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1930  (95 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1957წწ. მუშაობდა დუშეთის რაიონული გაზეთ "სტალინური გზის" მშრომელთა წერილების განყოფილების გამგედ, პ/მ მდივნად; 1957-1960წწ. მცხეთის რაიონულ გაზეთ "კომუნისტური გზის", გაზეთ "სოფლის ცხოვრების" კორესპონდენტად, მშრომელთა წერილების განყოფილების გამგედ, პ/მ მდივნად; 1997 წლიდან იყო კვლავ "სოფლის ცხოვრების" კორესპონდენტი, პარალელურად მუშაობდა საგანმანათლებლო გაზეთ "საუკუნის გადასახედის" რედაქტორად; გაზეთ "სიყვარულის" რედაქციაში თანარედაქტორად. სისტემატურად თანამშრომლობდა საქართველოს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.217

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1959-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

გააზიარე: