The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ გელაშვილი

ავთანდილ გელაშვილი
Date of birth:26 April, 1927
Date of death:13 October, 1985  (at 58 years)
Burial location:მუხათგვერდის საზოგადო მოღვაწეთა სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1950 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტურა 1962 წელს.

1958-1970წწ. მუშაობდა თბილისის ვენსნეულებათა ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრის გამგედ; 1969-1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; 1982-1985წწ. პათოფიზიოლოგიის კათედრის პროფესორად; 140-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის ავტორი, მათ შორის: "საქართველოს მედიცინის ისტორიის" მრავალტომეული ქართულ-რუსულ ენებზე (თანაავტორებთან ერთად, 1960), მონოგრაფია პროფესორ მიხეილ სააკაშვილზე და სხვა. სტუდენტთა არაერთი თაობის ამღზრდელი, ავტორი ლექსების კრებულისა. მედიცინის ისტორიის მკვლევარი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1955), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1969). ცნობილი ქართველი ექიმი-პათოფიზიოლოგი, საქართველოს მედიცინის ისტორიის ცნობილი მკვლევარი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.269-270; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.285-286

Bibliography


Share: