The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო შავგულიძე

სერგო შავგულიძე
დაბადების თარიღი:14 მაისი, 1959  (67 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტროკავშირგაბმულობის ინჟინრის კვალიფიკაციით 1980 წელს; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემათა ინსტიტუტის ასპირანტურა 1984 წელს; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციის გადაცემის პრობლემათა ინსტიტუტის დოქტურანტურა 1991 წელს.

1980 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1980-1995წწ. ავტომატური ელექტროკავშირგაბმულობის კათედრა ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 1995-2006წწ. ციფრული კავშირის თეორიის კათედრა, კათედრის გამგე; 2006-2021წწ. ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტი, პროფესორი; 2021 წლიდან ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პროფესორი; 2007-2008წწ. ნატოს "მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" პროგრამის საინფორმაციო და კომუნიკაციების უსაფრთხოების პანელის ასოცირებული წევრი; რადიოსაკომუნიკაციო ასამბლეებზე RA-2015 და RA-2019 არჩეული ვიყავი ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის რადიოსაკომუნიკაციო სექტორის მე-5 შემსწავლელი ჯგუფის (ტერესტრიალური სერვისები) თავმჯდომარის მოადგილე; 1993-2023 წლებში იკავებდა სხვადასხვა კვლევით პოზიციებს შვედეთის ლინჩოპინგსა და ლუნდის, გერმანიის დარმშტადტის, კონსტანცის და ულმის; დანიის ლინბიუს და დიდი ბრიტანეთის ლანკასტერის უნივერსიტეტებში; 2024 წელს 4 წლის ვადით არჩეულია ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის რადიოსაკომუნიკაციო სექტორის მე-7 შემსწავლელი ჯგუფის (სამეცნიერო სერვისები) თავმჯდომარის მოადგილედ. 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (ქართულ და უცხოურ ენებზე). მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: