| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ კვინიკაძე![]()
Biography1992 წლის 30 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის N42 ბრძანებით შეიქმნა სპეციალური დანიშნულების რაზმი "იუპიტერი". 1992 წლის 31 დეკემბერს სპეცრაზმ "იუპირეტის" მეთაურის N1 ბრძანებით მერაბი კვინიკაძე დაინიშნა პირადი დაცვის განყოფილებაში განყოფილების უფროსის მოადგილედ, სამხედრო წოდებით – უფროსი ლეიტენანტი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლაში აფხაზეთის რეგიონში, კერძოდ ქ. სოხუმისათვის წარმოებულ ბრძოლებში და პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. 1993 წლის 27 სექტემბერს მერაბ კვინიკაძემ დაცვის სხვა თანამშრომლებთან ერთად არ მიატოვა მინისტრთა საბჭოს შენობა. ბოლომდე იბრძოდა სოხუმის დაცვისათვის. დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შენობის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისაგან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

