The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სუბელიანი

გიორგი სუბელიანი
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1930
გარდაცვ. თარიღი:5 ოქტომბერი, 2014  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მესტიის რაიონი.

დაამთავრა ქ.ზუგდიდის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელი 1950 წელს; ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი უცხო ენების სპეციალობით 1961 წელს.
1953-1955წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლისას ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. 1960 წელს სტუდენტობის პერიოდში დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი გახდა ქართულ ჭიდაობაში. 1961 წლიდნ მუშაობას იწყებს ეცერის საშუალო სკოლაში, რუსული ენა-ლიტერატურისა და ფრანგული ენის პედაგოგად; 1986-1994წწ. იმუშავა ეცერის სასოფლო-საბჭოს თავმჯდომარედ, შეთავსებით სკოლაში აგრძელებდა პედაგოგობას. წლების განმავლობაში იყო ეცერის კულტურული ცენტრის დირექტორი, მედიატორი. მან პირველმა შემოიტანა ზემო სვანეთის საჯარო სკოლებში ფრანგული ენა; 1998-2010წწ. მუშაობდა წალკის რეგიონულ ცენტრში, თრიალეთის საჯარო სკოლაში, უცხო ენების პედაგოგად; 2010 წელს მიენჭა პედაგოგის უმაღლესი კატეგორია, საზოგადო მოღვაწე, თარჯიმანი.


გააზიარე: