The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამილა ელაშვილი

თამილა ელაშვილი
დაბადების თარიღი:27 აპრილი, 1964  (62 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საქობო, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1986 წელს.

მოწაფეობის პერიოდში თანამშრომლობდა გაზეთ "ნორჩი ლენინელთან", პიონერთა სასახლის გაზეთ "კოლმეურნესთან" შტატგარეშე კორესპონდენტად. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იყო რესპუბლიკური გაზეთების: "სოფლის ცხოვრებისა" და "თბილისის" კორესპონდენტი; 1986 წლიდან მუშაობდა რაიონულ გაზეთ "კოლმეურნეში" კორექტორად; 1996 წლიდან იყო გაზეთ "ქიზიყის" (ყოფ. "კოლმეურნე") განათლებისა და კულტურის განყოფილების გამგე; პარალელურად სიღნაღის განათლების რაიონული განყოფილების გაზეთ "შთამომავლობას" რედაქტორი.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.218

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: