| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ხარშილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაცარგორა, ხაშურის რაიონი. დაწყებითი და საშუალო სკოლების დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო გორის ბამბეულის ქსოვილების კომბინატის პროფტექნიკუმში. დაამთავრა საქართველოს მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმი. მოღვაწეობა დაიწყო გორის ბამბეულის ქსოვილების კომბინატის პირველი რიგის საქსოვ ფაბრიკაში, პარალელურად სწავლას განაგრძობდა საქართველოს მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში. მალე, როგორც მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტს, მიანდეს კომბინატის მეორე რიგის საქსოვ ფაბრიკაში 80-მდე ახლადშეძენილი საქსოვი დაზგის მონტაჟი, გაწყობა და ექსპლუატაციაში გაშვება. კარგად ერკვეოდა დარგის ტექნიკური ბაზისა და ახალი ტექნოლოგიური სისტემების ტექნიკურ ნიუანსებში. დაჯილდოებული იყო გამომგონებლობის ნიჭით. წარმოებაში დანერგა არაერთი რაციონალიზატორული წინადადება, მათ შორის, "საქსოვ დაზგებზე ბუფერული ღვედების დამაგრების ახალი მეთოდი და მოწყობილობა", რამაც მნიშვნელოვანი ეფექტი მოუტანა წარმოებას. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო: "სოცშეჯიბრში გამარჯვებული" (1973, 1976, 1978), "მე-9 ხუთწლედის დამკვრელი", მედალი "ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის", "კომუნისტური შრომის დამკვრელი ", "საპატიო სიგელი" (1972) და მრავალი მადლობა. მისი წარმატებული შრომითი მოღვაწეობის შესახებ მონაცემები შეტანილია ი. ბერძენიშვილის წიგნში "გორული ქსოვილის ოსტატები" (1965). სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქ. გორის ელექტრომეურნეობის სისტემაში, კულტურის სასახლეში და სხვა. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 3 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2008. -გვ.54-55
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

