The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ჯავახიშვილი

შოთა ჯავახიშვილი
Date of birth:28 August, 1932
Date of death:2 March, 2002  (at 69 years)
Burial location:სოფელ ბერშუეთის სასაფლაო, გორის მუნიციპალიტეტი
Category:Inventor, Public official, Engineer, Mechanical Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბერშუეთი, გორის რაიონი.

დაამთავრა ქ. რუსთავის მეტალურგიული ტექნიკუმი და უმაღლესი სასწავლებელი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით.

სწავლასთან პარალელურად მუშაობდა მარტენის ცხელ საამქროში. 1954 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, აღმოსავლეთ ციმბირში. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა შეესწავლა კვების მრეწველობის ტექნოლოგია, მანქანები და მოწყობილებები. 1960 წელს დიპლომირებულმა ინჟინერმა მუშაობა დაიწყო გორის საკონსერვო ქარხანაში ინჟინერ-მექანიკოსად. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გორის საკონსერვო გიგანტი-კომბინატის წარმატებებში და საერთაშორისო ასპარეზზე აღიარების საქმეში. ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სამსახურს, ასეულობით მანქანა-დანადგარის, მექანიკურ თუ ელექტრომოწყობილების, აპარატის, აგრეგატის, მექანიზაციისა თუ ავტომატიზაციის სისტემების და სხვა უამრავი მოწყობილობის ერთდროული, გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. არაერთი სამთავრობო ჯილდო, პრემია თუ დიპლომი აქვს მიღებული და არაერთი მადლობა წარმატებული მუშაობისათვის. ავტორი იყო უამრავი რაციონალური წინადადებისა, რომელთა პრაქტიკულმა დანერგვამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი მოუტანა წარმოებას. ბერშუეთში დღესაც წარმატებით მუშაობს მის მიერ დამონტაჟებული წყალსაქაჩი სადგური.

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 3 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2008. -გვ.56-59


Share: