The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ფარცვანია

ვახტანგ ფარცვანია
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1953
გარდაცვ. თარიღი:1993  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმი, შემდეგ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში. 1992 წელს, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე ვახტანგ ფარცვანია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ლორიკ მარშანიასთან მუშაობდა. ვახტანგი ბიძაშვილებთან - ალექსანდრე (საშა) და გიორგი ფარცვანიებთან ერთად, რაულ ეშბას და მინისტრთა საბჭოს დაცვას უზრუნველყოფდა. სამივე უშუალოდ მონაწილეობდა სოფელ შრომასთან გაჩაღებულ საბრძოლო მოქმედებებში. დახვრიტეს 1993 წლის 27 სექტემბერს ალექსანდრე (საშა) ფარცვანიასთან ერთად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.
წყარო: მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.geradiotavisupleba.ge

გააზიარე: