The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ბაინდურაშვილი

თენგიზ ბაინდურაშვილი
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1948
გარდაცვ. თარიღი:28 სექტემბერი, 2014  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მიღებული ჰქონდა მუსიკალური განათლება.

იყო მაღალი დონის ხელოვანი. ილიკო სუხიშვილმა იგი მიიწვია სამოღვაწეოდ თავის ანსამბლში, მაგრამ ოჯახური პირობების გამო, ვერ მოახერხა შემოთავაზებით სარგებლობა. ცეკვავდა, მღეროდა, უკრავდა. კარგად ფლობდა რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტს, ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა და მოზარდ თაობებს აზიარებდა ხელოვნებას. მან თავისი მდიდარი შემოქმედებითი კვალი დაამჩნია გორის პიონერთა სასახლეს, ჯერ ცეკვის წრის ხელმძღვანელის, ხოლო შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში, გორის რაიონის რამდენიმე სკოლას (ცეკვის მასწავლებელი), ქორეოგრაფიულ სკოლას (ხელმძღვანელი) და ა.შ. მიღებული ჰქონდა მრავალი სიგელი, დიპლომი და სხვა ჯილდო. იყო ქართული ხალხური ცეკვის ფესტივალის ლაურეატი ცეკვა "ქართულის" შესრულებისათვის.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 5/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2019. -გვ.17-21


გააზიარე: